ქობულეთში დაკარგულ მე-12 კლასელს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 წლის ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ქობულეთის სოფელ დაგვაში 18 წლის ახალგაზრდას, გოგი დოლიძეს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მე-12 კლასელი ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. სკოლაში წასული ახალგაზრდა ბოლოს ქობულეთის ცენტრში ნახეს.

პატრული - Sputnik საქართველო
რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე ელექტროშოკის აპარატით მივიდა

„სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა, სკოლაში არ მისულა, სოფელ ბობოყვათში სწავლობდა. ქობულეთის ცენტრში ჩასულა, ტელეფონი გამორთულო აქვს. საღამოს მივმართე პოლიციას. თუ ვინმემ რამე იცის ვთხოვ დამიკავშირდეს. სახეზე ჭრილობები აქვს, დაკარგვამდე 4 დღით ადრე წაიქცა და სახე დაიზინა“, — განაცხადა გოგი დილიძის მამამ ზორბეგ დოლიძემ.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე მიმართეს ზომებს და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.


ყველა ახალი ამბავი
0