ფრთხილად: მიმოქცევაში ყალბი 50- და 100-ლარიანი კუპიურებია

© photo: Sputnik / Stringer100–ლარიანი კუპიურა
100–ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები ყალბი კუპიურების გასაღებას იმერეთის რეგიონში ახდენდნენ.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა—გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გამსაღებელი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში ყალბი 50- და 100-ლარიანი კუპიურების რეალიზება მოახდინეს. ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 212-ე მუხლით მიმდინარეობს („ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება“), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

შოთა ნოზაძე


ყველა ახალი ამბავი
0