შეერთებულმა შტატებმა კენედის მკვლელობის თაობაზე 3 ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა

© AP PhotoПрезидент США Джон Ф. Кеннеди выступает 20 января 1961 года с обращением на церемонии своей инаугурации на Капитолийском холме в Вашингтоне после принятия присяги
Президент США Джон Ф. Кеннеди выступает 20 января 1961 года с обращением на церемонии своей инаугурации на Капитолийском холме в Вашингтоне после принятия присяги - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იძულებულია ნება დართოს შესაბამის უწყებას, ტექსტის გარკვეულ ნაწილს რედაქტირება გაუკეთოს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, პირველად გამოქვეყნდა 1963 წელს პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შესახებ დოკუმენტები – ეროვნული არქივების ვებ-გვერდზე 2891 მასალისგან შემდგარი მონაცემთა ბაზაა ხელმისაწვდომი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე, მიმდინარე წლის 24 ივლისს თეთრმა სახლმა 3,9 ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2018 წლის აპრილის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ათასს გაასაჯაროვებდა.

დონალდ ტრამპის თქმით, საზოგადოება იმსახურებს, რომ ყველაფერი იცოდეს ამ მოვლენის შესახებ. თუმცა განმარტა, რომ, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იძულებულია ნება დართოს შესაბამის უწყებას, ტექსტის გარკვეული ნაწილი რედაქტირება მოახდინოს.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, კენედის მკვლელობაში ბრალდებულ ლი ჰარვი ოსვალდს პრეზიდენტის მკვლელობამდე ორი თვით ადრე ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა დიპლომატთან, რომელიც, ამერიკული დაზვერვის ცნობით, „კაგებეს“ თანამშრომელი იყო:

„ლი ოსვალდი 1963 წლის 28 სექტემბერს მეხიკოში საბჭოთა კავშირის საელჩოში იმყოფებოდა და კონსულ ვალერი კოსტიკოვს ესაუბრა. ამის შესახებ ცნობილი 1 ოქტომბერს გახდა, როდესაც ოსვალდმა საბჭოთა კავშირის საკონსულოში დარეკა და დამტვრეული რუსულით წარუდგინა თავი დარაჯს, რომელმაც ტელეფონზე უპასუხა“.

ჯონ ფიტცჯერალდ კენედის 1963 წლის 22 ნოემბერს ესროლეს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. ოფიციალური ვერსიით, მკვლელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი იყო, რომელიც ორი დღის შემდეგ საპოლიციო უბანში დახვრიტა ჯეკ რუბიმ.

ყველა ახალი ამბავი
0