უკრაინამ საქართველოს 10 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

© REUTERS / Gleb Garanichმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში შესვლა აუკრძალეს საქართველოს 10 მოქალაქეს, ხოლო ექვსს ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საქართველოს 10 მოქალაქეს, რომლებიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "შეგინის" მოვლენებში მონაწილეობდნენ — როდესაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-Украина Украинские новости-ზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ექვს ქართველს გაუუქმეს უკრაინაში დროებითი ბინადრობის ნებართვა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ბრალი დასდო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 10 სექტემბერს და პროკურატურას მიმართა. ლვოვის ოლქის მოსტისკის სასამართლომ მისი ბრალი აღიარა და 130 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააწესა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოვლენების 350 მონაწილე დაადგინა. აქედან 41-მა ადამიანმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

ამავე დროს, უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეულმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლოტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მაშინ, ჩამოართვა, როდესაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს იმით ახსნეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას არასწორი მონაცემები წარადგინა.

სააკაშვილს უკვე დიდი ხანია, საქართველოს მოქალაქეობაც აღარ აქვს — სამშობლოში მას რიგი დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0