საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსაქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს თბილისში გამართავს მატჩს უელსის წინააღმდეგ, ხოლო 9 ოქტომბერს გასვლაზე - სერბეთის წინააღმდეგ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ და მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში უელსისა და სერბეთის წინააღმდეგ, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შესარჩევი D ჯგუფის დასკვნითი თამაშებისთვის მომზადებას 27 ფეხბურთელი დაიწყებს. შეკრების დასაწყისი 2 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანჟი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("დინამო", თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე ("ჰიმნასტიკი", ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("ლოკომოტივი", რუსეთი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი) დავით ხოჭოლავა ("შახტარი", უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია).

ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია ("ბატე", ბელარუსი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", "პლოცკი", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", მაკედონია), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი); ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი ("ნიურნბერგი", გერმანია).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია), ლადო დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი).

რუსეთის ჩემპიონატის "ანჟის" წინააღმდეგ ბოლო მატჩში მიღებული დაზიანების მიუხედავად, ვაისის გაფართოებულ სიაში მოსკოვის "სპარტაკის" მცველი ჯანო ანანიძე მოხვდა. საქართველოს ნაკრების ორ დასკვნით შესარჩევ მატჩში მისი მონაწილეობის საკითხს ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბი მოგვიანებით გადაწყვეტს.

რვა ტურის შემდეგ საქართველომ 5 ქულა მოაგროვა და შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. ჯგუფში 18 ქულით სერბეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე უელსია (14 ქულა), მესამე პოზიციას 13 ქულით ირლანდია იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0