ვინ არიან დუხობორები: კითხვები და პასუხები

© photo: Sputnik / Alexey Tikhomirovგაზეთ „ზარიას" დანამატი „ვესტნიკ დუხობორცევ"
გაზეთ „ზარიას დანამატი „ვესტნიკ დუხობორცევ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ დუხობორების შესახებ, მაგრამ კითხვა გერიდებოდათ - „Sputnik-საქართველო" კითხვებს პასუხობს

ვინ არიან დუხობორები, რატომ ეწოდებათ მათ ასე? საერთოდ, ისინი ქრისტიანები არიან?

დუხობორები ძველი რუსული სექტაა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს აღმოცენდა და პროტესტანტიზმთან არის ახლოს. მისი სწავლების მთავარი არსი ისაა, რომ ადამიანს ღმერთთან ურთიერთობისთვის არანაირი შუამავალი — მღვდელი არ სჭირდება. ამიტომ დუხობორები უარყოფენ რელიგიურ სიმბოლიკას, ეკლესიას, ჯვარს, ლიტურგიასა და ხატებს, რადგან ისინი ადამიანებმა შექმნეს.

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიდუხობორების თემი საქართველოში, სოფელ გორელოვკაში
Община духоборцев в селе Гореловка в Грузии - Sputnik საქართველო
დუხობორების თემი საქართველოში, სოფელ გორელოვკაში

სექტის დასახელება ეკატერინოსლავის არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ ჯერ კიდევ 1785 წელს მოიფიქრა. მას ამგვარად დუხობორების შერცხვენა სურდა, მაგრამ არ გამოვიდა. არქიეპისკოპოსი ისევე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, მიიჩნევდა, რომ დუხობორები წმინდა სულს ებრძოდნენ. თვითონ დუხობორები ამბობენ, რომ ებრძვიან საკუთარ სულებს, რათა ათი მცნება დაიცვან.

დუხობორებს სულის უკვდავებისა სწამთ. მათი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული, მისი კეთილი საქმეების გათვალისწინებით, სხვა არსებაში გადადის, ამიტომ ისინი სიტყვის „მოკვდა" ნაცვლად ამბობდნენ „გარდაიცვალა". სულის შესახებ ასეთი წარმოდგენისას საკუთარი სევდის დემონსტრირება სირცხვილად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს ყველაფერი უკვე დავიწყებას მიეცა, დუხობორებს სამგლოვიარო სამოსი დღემდე არა აქვთ.

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიდუხობორების თემი საქართველოში, სოფელ გორელოვკაში
Потомок духоборцев Татьяна Осипова в селе Гореловка в Грузии. - Sputnik საქართველო
დუხობორების თემი საქართველოში, სოფელ გორელოვკაში

აქვთ თუ არა დუხობორებს ლოცვები? ტარდება თუ არა დუხობორული წირვა?

ლოცვები, როგორც ასეთი, დუხობორებს არა აქვთ, არა აქვთ ასევე ბიბლია. დუხობორული სწავლება წერილობითი ფორმით არ არსებობს. არის ფსალმუნები, რომლებიც ზეპირად უნდა შეისწავლონ. ყველა საკრალურ ცოდნას ყველაზე ავტორიტეტული მოხუცები ინახავდნენ, სექტის დანარჩენი წევრები საიდუმლო სწავლებას არ იცნობდნენ. ფსალმუნების მღერის დროს დუხობორები ერთმანეთს ხელს ჭიდებდნენ: ორჯერ თავის დახრა — კოცნა — თავის დახრა. ისინი თაყვანს სცემდნენ, თავს უხრიდნენ არა ხატებს, არამედ „ადამიანში გასხივოსნებულ ღვთის სახეს". ადრე თითოეულმა ოჯახმა იცოდა ფსალმუნების გარკვეული ნაკრები და როდესაც ლოცვაზე მთელი სოფელი იკრიბებოდა, ყველა თავის ნაწილს მღეროდა. დღესდღეობით ეს ფსალმუნები დაკარგულია და მათი აღდგენა შეუძლებელია.

რადგან დუხობორებმა ეკლესიაზე უარი განაცხადეს, მათ წირვა არა აქვთ. მიუხედავად ამისა, აქვთ კვირაობით ფსალმუნების ერთად კითხვის ტრადიცია. ისინი ამას თავდახრას ან თაყვანისცემას უწოდებენ.

© Sputnik / Levan Avlabreliსოფელი გორელოვკა
Село Гореловка в Грузии - Sputnik საქართველო
სოფელი გორელოვკა

იცავენ თუ არა დუხობორები მარხვას? სვამენ თუ არა სპირტიან სასმელებს?

მიუხედავად იმისა, რომ დუხობორები ყველა მთავარ საეკლესიო დღესასწაულს — აღდგომას, შობას და სხვა აღნიშნავენ, ისინი არ მარხულობენ. დიდად არ იზღუდავენ თავს სპირტიანი სასმელების მხრივაც. მოკლედ, ასკეტები არ არიან, სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ასევე, ისინი არ ატარებენ წვერს. დუხობორები წვერს იპარსავდნენ, მაგრამ ულვაშს იტოვებდნენ.

© Sputnik / Levan Avlabreliსოფელი გორელოვკა
Село Гореловка в Грузии - Sputnik საქართველო
სოფელი გორელოვკა

დუხობორები ნამდვილად პაციფისტები არიან და ჯარში სამსახურზე უარს აცხადებენ?

ჯართან დაკავშირებით დუხობორებთან საქმე რთულადაა, ისინი ხომ პაციფისტები არიან. როდესაც იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ 1895 წელს დუხობორებისგან ფიცის დადება მოითხოვა, მათ, ომებისა და მკვლელობების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნას, იარაღი დემონსტრაციულად დაწვეს. დღეს საკითხი უკვე აქტუალური აღარ არის: თანამედროვე დუხობორები გაწვევის შემდეგ ჯარში მიდიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0