„დავასუფთავოთ საქართველო“: ქვეყანაში აქცია გაიმართება

© FB / Agency of Protected Areas (Georgia)დასუფთავების აქცია
დასუფთავების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოხალისეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაბინძურებული ადგილების დასუფთავებას შეძლებენ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო — დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც მერვედ ტარდება, მოხალისეები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 100-მდე დაბინძურებული ადგილის დასუფთავებას შეძლებენ, განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ბრიფინგზე.

კამპანია საქართველოში 15-17 სექტემბერს ჩატარდება.

თბილისში დასუფთავების აქცია 15 სექტემბერს გაიმართება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე (ვარკეთილის მხრიდან, 09:00 სთ); 16 სექტემბერს ლისის ტბაზე (იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია, 10:00 სთ), ხოლო 17 სექტემბერს ქვემო ფონიჭალაში (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, 10:00 სთ).

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
ინსპექტორებს - მწვანე შუქი: თბილისელებს ქალაქში ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმებენ

გარდა ამისა, აქცია საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება. დაწვრილებით ინფორმაციის მოძიება რაიონულ ადმინისტრაციებშია შესაძლებელი.

კამპანია „დავასუფთავოთ სამყარო!“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივითაა ორგანიზებული, რომელიც ყოველწლიურად 120-ზე მეტი ქვეყნიდან 135 მილიონ მოხალისეს აერთიანებს, რაც მას მსოფლიოში გარემოს დაცვის მხრივ ერთ-ერთ მსხვილმასშტაბიან კამპანიად აქცევს.

კამპანია გაერომ 1992 წელს დაიწყო. საქართველო აქციას 2010 წელს შეუერთდა.

საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ და საქართველოში შვედეთის საელჩო.

საქართველო ირჩევს სისუფთავეს
საქართველო ირჩევს სისუფთავეს - Sputnik საქართველო
საქართველო ირჩევს სისუფთავეს
ყველა ახალი ამბავი
0