მაიკლ ჯექსონი შეიძლება თავიდან ამღერდეს

© AFP 2024 / VINCENT AMALVYმაიკლ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაიკლ ჯექსონის ახალი ფირფიტის Scream გაყიდვა 29 სექტემბრიდან დაიწყება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის ახალი ალბომის ანონსი სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაჩნდა, ამის შესახებ ინფორმაცია Instagram-ზე ვრცელდება.

Instagram-ის გვერდზე „მაიკლ ჯექსონის“ სახელით განთავსდა თიზერული რეკლამა, შემდეგ კი პოპ-მეფის ახალი ალბომის ანონსი.

მაიკლ ჯექსონი - Sputnik საქართველო
ადამიანებს გონიათ, რომ მიცნობენ... მე კი მგონია, რომ ცდებიან...

ფირფიტის (სახელწოდებით Scream) გაყიდვა 29 სექტემბრიდან დაიწყება. ამ დროისთვის თაყვანისმცემლებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ-შეკვეთა. ტრეკ-ლისტში 13 ენერგიული კომპოზიცია და ასევე დამატებით The White Panda-ს ტრეკ-პოპურია შესული. ალბომის რეკლამა შესაძლებლობას იძლევა ვივარაუდოთ, რომ საუბარი მიდის horror-ის ჟანრის დაბრუნებაზე, რომლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ამ დრომდე რჩება ჯექსონის სიმღერა Thriller-ზე გადაღებული კლიპი.

სიმღერა Scream, რომელიც ჯექსონმა თავის უმცროს დასთან ჯანეტ ჯექსონთან ერთად შეასრულა, 1995 წლის მეცხრე სტუდიურ ალბომშია შესული. გარდა ამისა, სინგლმა Billboard Hot 100-ის ჩარტში მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და მსოფლიო მუსიკალური ვიდეოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კლიპი გახდა. მას მიღებული აქვს "გრემი" და MTV Video Music Awards-ის სამი ჯილდო.

მაიკლ ჯექსონი ლოს-ანჯელესში 2009 წლის 26 ივნისს 50 წლის ასაკში მედიკამენტების გადაჭარბებული დოზის შედეგად გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ამ დრომდე რჩება ყველაზე მდიდარ ცნობილ ადამიანად, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც კი წლის განმავლობაში მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0