რუსეთისა და უკრაინის საცირკო დასები თბილისში წარმოდგენებს გამართავენ

© FB / ცირკიწარმოდგენა თბილისის ცირკში
წარმოდგენა თბილისის ცირკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცირკში საჰაერო აკრობატების, ტანმოვარჯიშეების, მხიარული ჯამბაზებისა და ჭკვიანი ცხოველების მონაწილეობით ნომრებს აჩვენებენ.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცირკში 23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე გაიმართება საცირკო წარმოდგენების სერია სახელწოდებით „ცირკის ექსტრემალები".

როგორც თბილისის ცირკში იუწყებიან, მაყურებლის წინაშე წარდგებიან მსოფლიოს პრესტიჟული ფესტივალების ლაურეატები — რუსეთისა და უკრაინის საცირკო დასები.

ოლეგ თავაძე - Sputnik საქართველო
ქართული ცირკი-შაპიტო „ანტრე“ „ნიჭიერში“ გამოვა

პროგრამაშია თავბრუდამხვევი ნომრები საჰაერო აკრობატების, ტანმოვარჯიშეების, მხიარული ჯამბაზებისა და ძაღლების, ცხენებისა და სხვა ჭკვიანი ცხოველების მონაწილეობით.

„ცირკის არენაზე იხილავთ საუკეთესოთა შორის საუკეთესო საცირკო ნომრებს, მსახიობების ვირტუოზულ შესრულებას ადამიანის შესაძლებლობების ზღვარზე, აკრობატულ და საჰაერო ნომრებს ურთულესი ელემენტებით", — ნათქვამია ცირკის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სცენაზე შედგება ჯიგიტების ურთულესი ნომერი ულამაზესი ქართული ცეკვის თანხლებით.

წარმოდგენები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო. 25 აგვისტოდან ბილეთები ცირკის სალაროებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ყველა ახალი ამბავი
0