ხანძარები არ წყდება: ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყე იწვის - ვიდეოკადრები

© Flickr / Joe Coyleბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სპეცტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო ჭირს, ადგილზე მუშაობა ვერტმფრენმა დაიწყო

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან ტყის მასივი იწვის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ხანძარი არჯევანის ტყეში - Sputnik საქართველო
წაღვერთან ახლოს მდებარე არჯევანის ტყეში ხანძარი ჯერ ვერ ჩააქრეს

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ტერიტორიის რთული რელიეფი. ამის გამო მეხანძრეები ადგილამდე მისვლას ტექნიკით ვერ ახერხებდნენ.

„ეს არის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორია… ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურები და შსს-ს ქვედანაყოფები. ხანძრის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით უცნობია“, — განაცხადა რაიონის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას კი განაცხადა, რომ ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით 300-400 მეტრია.

„საზმაუს“ პირველი არხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

შეგახსენებთ: ივლისის ბოლოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყის 5 ჰექტარზე გაჩენილ ცეცხლს ასამდე მეხანძრე მრავალი საათის განმავლობაში აქრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0