ჰაკერებმა ქართული ინტერნეტგამოცემა „ექსპრესნიუსის“ არქივი სრულად გაანადგურეს

© Fotolia / Paoleseჰაკერი
ჰაკერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა სპეციალისტები მუშაობენ საიტის, მათ შორის უნიკალური ფოტო, ტექსტური და ვიდეო არქივის აღსადგენად

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ქართული ინტერნეტგამოცემა „ექსპრესნიუსის“ ყველა ფაილი და არქივი — 2009 წლიდან დღემდე, სრულად გაანადგურეს ჰაკერებმა, წერს სააგენტოს რედაქტორი ირაკლი მანაგაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ამ დროისათვის ვებგვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა, რომ  ExpressNews-ი მუშაობას უახლოეს საათებში განაახლებს.  

„ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" ვებ გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა. განადგურდა backup და ყველა ფაილი. შესაბამისად აღარ არსებობს "ექსპრესნიუსის" ვებ-გვერდი. კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას. ახლა სპეციალისტები მუშაობენ საიტის, მათ შორის უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეო არქივის აღსადგენად“, — წერს მანაგაძე „ფეისბუქში“.

მისი თქმით, რედაქცია ორშაბათს შეიტანს საჩივარს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მანაგაძე იმედს იტოვებს, რომ მალე მოხერხდება იმის დადგენა, თუ  ვინ და რა მიზნით ჩაიდინა კიბერდანაშაული.

ყველა ახალი ამბავი
0