თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანია დაკავებული ვენესუელაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.
Fuerte #paramacay en estos momentos (vídeo) @Beisbologo @GOBERNAITOR @TVVnoticias pic.twitter.com/6DgeHY5kyR
— Ramon Simancas (@gordosim) August 6, 2017
ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტ დიოსდადო კაბელიოს თქმით, „ტერორისტული“ თავდასხმა სამხედრო ბაზა პარამაკაიზე (Paramacay) მოხდა. კაბელიომ „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა, რომ სამხედროებმა ოპერატიული ზომები მიიღეს, რათა ბაზაზე სიტუაცია კონტროლზე აეყვანათ.
სააგენტოს მონაცემებით, მანამდე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ აცხადებს აჯანყების შესახებ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთაგან ზოგი ავტომატითაა შეიარაღებული.
ერთ-ერთი მებრძოლი კი, რომელიც ვიდეოჩანაწერში თავს კაპიტან ხუან კაგვარიპანოდ წარადგენს, აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვედანაყოფი, რომელიც არ დაეთანხმება მათ მოწოდებას ამბოხებისკენ, საბრძოლო სამიზნედ გამოცხადდება.