ხატია ბუნიათიშვილი: ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა
„ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. გამოგონილი სამყარო მქონდა. რაც შეეხება რეალურს, მე და ჩემი და დავდიოდით მუსიკალურ სკოლაში, ვმეცადინეობდით, გვქონდა ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მშობლებთან“, — ამბობს ბუნიათიშვილი.
პიანისტის განცხადებით, მის ცხოვრებასა და კარიერაზე დადებითი გავლენა დედამ მოახდინა, რადგან მის რჩევებს, მითითებებს ყოველთვის ითვალისწინებდა.