საქართველოს ოპოზიცია არჩევნებისთვის გაერთიანებას აპირებს

გამოწერა
საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კონსულტაციებს იწყებს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით პოტენციურ მეკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა დაიწყო.

საქართველოს მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს ბოლოს, კენჭისყრამდე 60 დღით ადრე დაიწყება.

„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ვიწყებთ საჯარო კონსულტაციებს ხელისუფლების შესაცვლელად. რამდენიმე დღის წინ, გავაკეთე განცხადება, სადაც მოვუწოდე პროდასავლური ორიენტაციის მქონე ყველა პარტიასა თუ ლიდერს გაერიანებისკენ. ვქმნით ღია საზოგადოებრივ პლატფორმას, რომლის ირგვლივაც გაერთიანდებიან არა მხოლოდ პარტიები ან ცალკეული ლიდერები, არამედ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები“, — განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს არის კონსულტაციების პირველი ეტაპი და პროცესი გაგრძელდება. შეხვედრები ყველა დაინტერესებულ პირთან გაიმართება. 

პატრიოტთა ალიანსი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსი“ 17 სექტემბრიდან პროტესტის ტალღას აანონსებს

„უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო. ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის პარტიის ოფისში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ  პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი, „ევროპელი დემოკრატების"ლიდერი პაატა დავითაია, მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის" ლიდერი ნიკოლოზ ვაშაკიძე, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მან 2016 წელს დატოვა და საკუთარი პოლიტიკური ძალა დააარსა. 2016 წლის საპარლამენტო არჩენებისთვის ვაშაძე გაერთიანდა მამუკა კაციტაძისა („ახალი მემარჯვენეები“) და პაატა ბურჭულაძის („სახელმწოფო ხალხისათვის“) პარტიებთან, თუმცა, პარლამენტში მოხვედრა მათ ვერ მოახერხეს.


ყველა ახალი ამბავი
0