მერიის ყოფილ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში დაელოდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელს ოთარ აბესაძეს, რომელსაც ბრალი ქრთამის აღებაში გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ჩინოვნიკმა 3 000 აშშ დოლარი მოსთხოვა საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარების სანაცვლოდ.

ოთარ აბესაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით "ქრთამის აღება", რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძე პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრია. მისი დაკავების შესახებ პარტიაში განაცხადეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ყველა ახალი ამბავი
0