ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

© FB / ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidzeირაკლი კოახიძე და ვოიცეხ სავიცკი
ირაკლი კოახიძე და ვოიცეხ სავიცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ამბიციური გეგმა გააჩნია.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში ორშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოში და ევროპარლამენტში.

„ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეფორმები… ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე. ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ", — განაცხადა კობახიძემ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოს მუხთარლის საქმის საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის პროცედურა 1993 წელს დააფუძნა. მონიტორინგის დეკლარირებული მიზანია დარწმუნება, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებში იმყოფება, რომლებიც ევროსაბჭოს სტანდარტების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, საპარლამენტო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისობაშია განსაზღვრული.

ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ რიგ ვალდებულებებს, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს ექვემდებარება.

პოსტმონიტორინგი PACE-ს ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლის უფრო რბილ პროცედურას წარმოადგენს. მსგავსი პროცედურა გათვალისწინებულია ორგანიზაციის იმ წვერი ქვეყნებისთვის, რომლებსაც PACE-ს მონიტორინგი მოუხსნეს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ასამბლეის დამკვირვებლები იტოვებენ უფლებას ქვეყანაში საკონტროლო ვიზიტები განახორციელონ.

ქართული დელეგაციის ვიზიტი PACE-ში 6 ივლისს დასრულდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ენზელ მკოიანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი მოსიძე და გიორგი ლომია.

 

ყველა ახალი ამბავი
0