საპატრიარქო ახალ პროექტს „მსოფლიო ხვდება საქართველოს“ იწყებს

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი პროექტის ფარგლებში საპატრიარქო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიის ამსახველ გამოფენებს მოაწყობს.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო ფონდი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს კულტურულ საგანძურში წვლილის შეტანის მიზნით, ახალ პროექტს „მსოფლიო ხვდება საქართველოს“ იწყებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოეწყოს ექსპოზიციები, რომლებიც ევროპელი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალსაჩინოს გახდის საქართველოს იმ უნიკალურ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობას და სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რითაც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა — საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილი ხდება. 

ეკლესიის გუმბათი - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

პროექტი „მსოფლიო ხვდება საქართველოს“ ზოგადეროვნული, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც თავისი მასშტაბითა და ორიგინალობით სრულიად გამორჩეულია, აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სახელოვნებო ცენტრების, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ხელშეწყობით.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.


ყველა ახალი ამბავი
0