პეკინის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო 3 თვით გადაიკეტება

© Sputnik / Alexander Imedashviliპეკინის ქუჩა თბილისის ცენტრში
პეკინის ქუჩა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოები ივნისში დაიწყება და სამ თვეს გასტანს.

თბილისში, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 3 თვით გადაიკეტება გამზირი. „Sputnik–საქართველო“ ამ თემაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის PR-მენეჯერს დეა ძიმისტარაშვილს ესაუბრა.

— ივნისის თვეში დაიწყება პეკინის გამზირის სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვლება სანიაღვრე ქსელი, რომელიც 60 წელზე მეტია არ გამოცვლილა. წყალი, კანალიზაცია, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება. ასევე მოხდება გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ბორდიურების, ტროტუარის და სავალი გზის მოწყობას.

დაგეგმილი გვაქვს, რომ სამუშაოები მიმდინარეობდეს იმ პერიოდში, როცა სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულებული იქნება. ამ დროს მანქანებით მიმოსვლა შედარებით შემცირებული იქნება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გზების რემონტი - Sputnik საქართველო
თბილისის ნაძალადევის რაიონში გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

– როგორ ფიქრობთ, ეს არ შეაფერხებს სატრანსპორტო მოძრაობას ცენტრალურ ქუჩებში?

– რა თქმა უნდა, რაღაც შეფერხებები იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ისე გადავანაწილოთ, რომ დისკომფორტი არ იგრძნონ მოქალაქეებმა. ცალმხრივად იქნება გარკვეული მონაკვეთი გადაკეტილი, მაგრამ იქნება ალტერნატიული გზებიც გახსნილი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ნაკლებად იყოს გადატვირთული გზები ამ პერიოდში.

– როდის დასრულდება ეს სამუშაოები?

– სავარაუდოდ, 15 სექტემბერს უკვე დასრულებული იქნება, რადგან სკოლებში იწყება სწავლა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დროს სრულად იყოს აღდგენილი მოძრაობა.

პოლიციის ავტომობილი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
თბილისის გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

– რა თანხაა გამოყოფილი პროექტისთვის?

— ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, დაახლოებით 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

– განახლებული პეკინის გამზირზე რამე განსაკუთრებული დახვდება მოქალაქეებს?

– როგორც უკვე გითხარით, 60 წელია არ გაკეთებულა კაპიტალური რეაბილიტაცია. თვითონ პეკინის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სრულად შეიცვლება კომუნიკაციების ქსელი.

ყველა ახალი ამბავი
0