თბილისში მხატვარ რობერტ სტურუას იუბილე აღინიშნება

© courtesy of GNMuseumეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარ რობერტ სტურუას ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში 1 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გამოჩენილი მხატვრის, რობერტ სტურუას 100 წლის იუბილეს თბილისში გამოფენით აღნიშნავენ. მხატვარი ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას მამაა.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სტურუას ნამუშევრების ექსპოზიცია მის დაბადების დღეს, 4 მაისს დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტ სტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.

რობერტს სტურუა დაიბადა 1916 წლის 4 მაისს სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევში.

კონსერვატორიის დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ასი წლის იუბილეს ფესტივალით აღნიშნავს

1939 წელს სტურუა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში სწავლობდა. რობერტ სტურუას შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნამუშევრები, როგორიცაა:  „გამარჯვების ზეიმი" — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-50, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951);  „ხალხთა მეგობრობა" — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-56);  „ბოროტსა სძლია კეთილმან" — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-60); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ლენინის ცენტრალური მრობერტ სტურუა აქტიურად მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკაში. მას შექმნილი აქვს ილუსტრაციები ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისთვის.

რობერტ სტურუა დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გამოფენა იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერით.

ექსპოზიცია გაიხსნება 18:00 საათზე და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0