კიევის კინოფესტივალზე სოსო ბლიაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენენ

© FB / threesteps123"სამი საფეხური"
სამი საფეხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმი „სამი საფეხური“ კიევის საერთაშორისო კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, სოსო ბლიაძის ფილმ „სამ საფეხურს“ კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 19-23 აპრილს იმართება.

ქართველი რეჟისორის ნამუშევართან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ფრანგი, იტალიელი, პოლონელი, ფინელი, ნორვეგიელი, ბრაზილიელი, კანადელი, სამხრეთ კორეელი და ისრაელელი რეჟისორების ფილმები. 

© FB/ Three Stepsფილმი "სამი საფეხური"
ფილმი სამი საფეხური  - Sputnik საქართველო
ფილმი "სამი საფეხური"

კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი აქვს. კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ეს დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ფორუმია, რომლის უმთავრესი მიზანი მოკლემეტრაჟიანი კინოს პოპულარიზაციაა.

გარდა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამებისა, ფესტივალი თემატურ პროგრამებს,  რეტროსპექტივებს, ლექციებს, მასტერ-კლასებსა და საგანმანათლებლო პროგრამებსაც მოიაზრებს. 

სოსო ბლიაძის ფილმი „სამი საფეხური“ — ეს 13 წლის მარიამის თავგადასავალია, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს თბილისის გარეუბანში მდებარე მიტოვებულ ჯიხურში. გოგონა მთელი დღე მუშაობს ლუკმაპურისთვის, ხანდახან კი ქურდობს კიდეც.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში გაიმართა როტერდამის კონოფესტივალის (International Film Festival Rotterdam) ფარგლებში და ასევე ნიდერლანდებში.

ყველა ახალი ამბავი
0