პოლიციელებს თავიანთი ქმედებების გაკონტროლებისკენ მოუწოდეს

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნარკოტიკისთვის დაკავებული შოთა პაკელიანის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. კრიმინალთან ბრძოლის დროს პოლიციელებმა თავიანთი ქმედებები უნდა აკონტროლონ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ქვეყანაში ბოლო  დროს მომხდარ მოვლენებზე კომენტარისას. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ნარკოტიკებისთვის დაკავებული საავადმყოფოში მოხვდა: ინციდენტის ვერსიები

ე.წ.„ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ შოთა პაკელიანის ადვოკატმა პოლიციელები მისი დაცვის ქვეს მყოფის ცემაში და მისთვის დახმარების არაღმოჩენაში დაადანაშაულა, როდესაც მან ნარკოტიკი გადაყლაპა. შსს-ში განაცხადეს, რომ პაკელიანმა სხეულზე დაზიანებები გაქცევის მცდელობის დროს მიიღო, დახმარება კი მას დროულად აღმოუჩინეს. პროკურატურამ „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით პოლიციელების წინააღმდეგ საქმე აღძრა.

„საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ სამართალდამცველები ასეთი ფაქტების გამოძიებისას გარკვეულ კორპორატიულ სოლიდარობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტს, რომ სამართალდამცველისა და პოლიციელის მუნდირი დაცულია მაშინ, როდესაც ის არა მარტო ებრძვის კრიმინალს, არამედ აკონტროლებს საკუთარ საქციელსაც”, — განაცხადა მიშველაძემ.

1990 წელს დაბადებული შოთა პაკელიანი თბილისში 23 მარტს დააკავეს. პოლიციამ შოთა პაკელიანის პირადი ჩხრეკისას 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება — ე.წ. ბიო ამოიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ყველა ახალი ამბავი
0