CNN: ტერორისტებმა ასაფეთქებლების გაჯეტებში განთავსების მეთოდები შეიმუშავეს

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიგაჯეტი iPhone 6 plus
გაჯეტი iPhone 6 plus - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული სადაზვერვო მონაცემები იქცა იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თვითმფრინავებში ნოუთბუქებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აკრძალა.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო და სამართალდამცავი სამსახურების ვარაუდით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ისლამურმა სახელმწიფომ“, ასაფეთქებლების ელექტრონულ მოწყობილობებში განთავსების ინოვაციური მეთოდები შეიმუშავეს, რომელთა დაფიქსირებასაც აეროპორტების სკანირების აპარატები ვერ შეძლებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით. 

ტელეარხის ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ტერორისტებმა შეძლეს აეროპორტში განთავსებულ სკანირების აპარატის მოპოვება, რომელზეც ჩაატარეს კიდეც ნოუთბუქებსა თუ სხვა მოწყობილობებში დამალული ასაფეთქებლების შენიღბვის ტესტირება.

აშშ-ში აპროტესტებენ ტრამპის ბრძანებას ტერორიზმისგან თავდაცვის შესახებ - Sputnik საქართველო
აშშ-ში აპროტესტებენ ტრამპის ბრძანებულებას ტერორიზმისგან თავდაცვის შესახებ

ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, ტერორისტებმა აკუმულატორის ადგილას ასაფეთქებლის მოთავსების მეთოდი შეიმუშავეს.

როგორც CNN იუწყება, სწორედ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული მსგავსი სადაზვერვო მონაცემები იქცა იმის ერთ-ერთ მიზეზად, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თვითმფრინავებში ნოუთბუქებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შეტანის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აკრძალა ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკისკენ მიმავალ თვითმფრინავებში. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, იორდანია, კუვეიტი, მაროკო, კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. აკრძალვა განუსაზღვრელი ვადითაა დაწესებული.

მოგვიანებით ანალოგიური აკრძალვა შემოიღო დიდმა ბრიტანეთმაც: თურქეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან და საუდის არაბეთიდან მფრენ თვითმფრინავებთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0