თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის მცდელობისას ექვსი თვითმკვლელი ტერორისტია ლიკვიდირებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ძალოვან სტრუქტურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
"წინასწარი მონაცემებით, ექვსი ბოევიკია ლიკვიდირებული. ისინი თვითმკვლელი ტერორისტები იყვნენ", — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
რუსეთის ეროვნული გვარდია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება რუსეთის გვარდიის ამოქმედების შესახებ 2016 წლის 5 აპრილს შევიდა ძალაში.