ბერძნული მედია ერდოღანს თურქეთის კანონმდებლობის დარღვევაში სდებს ბრალს

© REUTERS / Yasin Bulbul/Presidential Palaceრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერძნული ინტერნეტ-გამოცემა წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონებს, რომლებსაც თავად მისცა ხმა მაშინ, როდესაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის სკანდალი იმით აიხსნება, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიფ ერდოღანი აშკარად მარცხდება აპრილში დაგეგმილ რეფერენდუმში, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმებს შეეხება, და ახლა ეძებს მტრებს, რათა ამომრჩეველი გარს შემოიკრიბოს და დაარწმუნოს, რომ მას დაუჭირონ მხარი. ამასთან ერდოღანი არღვევს უცხოეთში წინასაარჩევნო აგიტაციის აკრძალვის შესახებ კანონებს, რომლებიც თავად მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბერძნულ ინტერნეტ-გამოცემა militaire.gr-ზე დაყრდნობით.

თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი - Sputnik საქართველო
თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური სკანდალი ღვივდება

„ერდოღანი ფსკერისკენ მიექანება. ის აშკარად აგებს რეფერენდუმს და სასოწარკვეთილი ეძებს მტრებს, რათა ხალხს „დიახ“ ათქმევინოს და აბსოლუტურ მმართველად იქცეს, რომელსაც სულთანზე მეტი უფლებამოსილება ექნება“, — ნათქვამია სტატიაში სათაურით „ერდოღანის კანონი კრძალავს პროპაგანდას უცხოეთში. რატომ ყვირის ის?“

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ის თავხედურად იწვევს საბერძნეთს ყოველდღე, მაგრამ ეს ფანდი აღარ ჭრის“.

militaire.gr წერს, რომ ახლა ერდოღანი ცდილობს იგივე გააკეთოს გერმანიის, ავსტრიისა და ჰოლანდიის მიმართ, ვინაიდან ეს ქვეყნები მათ ტერიტორიაზე მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების პროპაგანდირების ნებას არ აძლევენ.

„ამ ქმედებებით [ერდოღანი] უხეშად არღვევს კანონებს, რომლებსაც თავად მისცა ხმა“, — ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ერდოღანი პრემიერ-მინისტრი იყო (2008 წ), ეროვნულ კრებას წარუდგინა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც უცხოეთის ქვეყნებში წინასაარჩევნო პროპაგანდა აიკრძალა.

„ახლა ის უგულებელყოფს კანონს, რომელიც თავად მიიღო და დასავლეთის ქვეყნებთან ქუჩის ხულიგნის როლს თამაშობს“, — წერს ბერძნული ინტერნეტ-გამოცემა.

თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შეუშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ იმყოფებოდა. თურქი მინისტრი 11 მარტს როტერდამში დაგეგმილ მიტინგზე აპირებდა დასწრებას, რათა თურქეთის მოქალაქეებისთვის ის საკონსტიტუციო ცვლილებები გაეცნო, რომლებიც 16 აპრილს გადის რეფერენდუმზე თურქეთში.

ნიდერლანდების დროშა - Sputnik საქართველო
თურქეთი ნიდერლანდების წინააღმდეგ: ანკარა სანქციების შემოღებისთვის მზადაა

ნიდერლანდებში ჩასვლა და მიტინგზე გამოსვლა ასევე სცადა თურქეთის ოჯახის საქმეთა მინისტრმა ფატმა ბეთიულ საიან კაიამ, მაგრამ ჰოლანდიის შსს-ს თანამშრომლებმა მის ავტომობილს გზა გადაუღობეს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებამ ის „არასასურველ უცხოელად“ გამოაცხადა და ქვეყანაში არ შეუშვა.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვებულების შემდეგ ნიდერლანდების ელჩის ქვეყანაში დაბრუნება არასასურველია.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს, მან ნიდერლანდებს „ფაშიზმის დედაქალაქი“ უწოდა.

მიმდინარე წლის 16 აპრილს თურქეთში რეფერენდუმია დანიშნული ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკიდან სუპერსაპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადასაქცევად. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით შუაზეა გაყოფილი და რეფერენდუმზე ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემას თავად ერდოღანის მომხრეებიც კი აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0