კონსტანტინე ესაძე რუსეთის ფესტივალზე საუკეთესო ოპერატორად დაასახელეს

გამოწერა
ნამუშევრისთვის ფილმში „წითელი“არტიომ ტკაჩენკოს მონაწილეობით, კონსტანტინე (მინდია) ესაძემ ფესტივალზე Spirit of Fire-ის პრიზი მიიღო.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქართველ ოპერატორ კონსტანტინე მინდია ესაძეს, რომელიც ცნობილი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, რეზო ესაძის შვილია, „საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის“ პაველ ლებეშევის სახელობის რუსეთის კინოოპერატორების გილდიის პრიზი გადაეცა.

კადრი ფილმიდან „დაისის მიზიდულობა“ - Sputnik საქართველო
ZagrebDox-ის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა „დაისის მიზიდულობამ“ გაიმარჯვა

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, რეჟისორს ჯილდო გადაეცა კინემატოგრაფიული დებიუტების ХIV საერთაშორისო ფესტივალზე Spirit of Fire, რომელიც ხანტი-მანსიისკში 3-9 მარტს გაიმართა.

კონსტანტინე ესაძის საოპერატორო ნამუშევარი შეაფასეს რეჟისორ ნიკ სარქისოვის ფილმში „წითელი“.

„წითელი“ — ესაა 2015 წლის ირონიული ვესტერნი, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ფილმის მოქმედება 1920-1930-იან წლებში რუსეთის იმპერიის სამხრეთით მიმდინარეობს.

ფილმში მთავარ როლს  ასრულებს არტიომ ტკაჩენკო, მისი პარტნიორი კი ირინა ანტონენკოა.

ფილმის გადაღებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა.

კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
რეზო გიგინეიშვილი ფილმ „მძევლების“ შესახებ: ისტორიის ხელახლა დაწერა არ მინდოდა

კონსტანტინე ესაძე რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. არის კომპანია Caucasian Film Service-ის დამფუძნებელი.

კინემატოგრაფში ის მუშაობს ოპერატორად, რეჟისორად და სცენარისტად. გარდა ამისა, არის დამდგმელი ოპერატორი ფილმების: "დედე", "დინოლა", "თვე,"როგორც ერთი დღე", "პრეზიდენტი","გაიღიმეთ","ბოლო გასეირნება","რენე მიდის ჰოლივუდში", "ომი და ქორწილი" და სხვა.

კინემატოგრაფიული დებიუტების ფესტივალი Spirit of Fire-ი 2003 წელს დაარსდა. მისი იდეური სულისჩამდგმელი არიან მსახიობი ალექსანდრ აბდულოვი და რეჟისორი სერგეი სოლოვიოვი.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100 კინოსურათი 25 ქვეყნიდან. მთავარი პრიზი გადაეცა საფრანგეთის, კამბოჯის, გერმანიის, კატარისა და ტაილანდის ერთობლივ ნაწარმოებს, რეჟისორ დევი შუს ფილმს „ალმასის კუნძული“.

ყველა ახალი ამბავი
0