თბილისში გენდერული თანასწორობის პრობლემებისადმი ყურადღების მისაპყრობად 8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა მოძრაობამ" გამართა საპროტესტო აქცია "დაამსხვრიე შუშის ჭერი".
"ქალთა მოძრაობის" წარმომადგენლებმა მტავრობის სახლთან გამართეს აქცია-პერფორმანსი "დაამსხვრიე შუშის ჭერი". ამით ქართველი ფემინისტები შეეცადნენ მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემებზე გაემახვილებინათ.
აქციის მონაწილეებმა ფართო საზოგადოებას ქალთა შესაძლებლობების შეფასების სტერეოტიპებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს. მათ ყველა ქალს მოუწოდეს, აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისათვის.
"შუშის ჭერი" — 1980-იან წლებში უხილავი და ფორმალურად განუსაზღვრელი ბარიერის აღსაწერად შექმნილი ფემინისტური ტერმინი, რომელიც ქალების კარიერულ ზრდას მათ პროფესიულ უნარებს არ უკავშირებდა.