საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდებს ახალმოსახლეობა ელოდებათ

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. კანონიერ ქურდებსა და ქურდულ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს, რომლებიც სასჯელს საქართველოში იხდიან, ახალ ციხეში გადაიყვანენ.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისის №7 საპყრობილე, რომელშიც სასჯელს ძირითადად ე.წ. კანონიერი ქურდები და ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირები იხდიან, ახლო მომავალში დაიხურება, განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

№7 საპყრობილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის სარდაფშია განთავსებული და დახურული ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულთათვის ცუდი პირობების გამო არაერთხელ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას დაწესებულების დახურვის თაობაზე. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოში „სტაჟიანი“ ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

„რამდენიმე კვირაში დაიხურება №7 დაწესებულება. ტარდება ბოლო სამუშაოები და აუცილებელია მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება, რის შემდეგაც ჩვენ პატიმრებს გადავიყვანთ“, — განაცხადა მიხანაშვილმა.

სასჯელაღსრულების №7 დაწესებულება არაერთხელ გამხდარა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.

„ეს დაწესებულება არ არის გათვლილი ადამიანის გრძელვადიან ყოფნაზე… ეს დაწესებულება უნდა დაიხუროს“, — აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ცირა ჭანტურიამ.

მისი სიტყვებით, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ის, თუ როგორ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში იმყოფებიან მსჯავრდებულები ამ დაწესებულებაში, არაადამიანურ მოპყრობაზე მეტყველებს.

დახურული ტიპის ახალი საპატიმროს მშენებლობა სოფელ ლაითურში სრულდება. ტელეკომპანია „პირველი არხის“ ინფორმაციით, სწორედ იქ მოხდება პატიმრების გადაყვანა №7 საპატიმროდან, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

ყველა ახალი ამბავი
0