კონკურსი „მის მკერდი 2017“ საქართველოში გაზაფხულზე ჩატარდება

© Sputnik, Denis Aslanovმის ბიუსტი 2016
მის ბიუსტი 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსი „მის მკერდი 2017“ ანორექსიით დაავადებულ ქალებს ეძღვნება.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გამოცხადდა მსურველთა მიღება სილამაზის კონკურსში „მის მკერდი 2017“ მონაწილეობის მისაღებად — ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელს ქვეყანაში მეორედ აირჩევენ.

კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა მინიმუმ სამი ზომის ბუნებრივი ბიუსტი, ასევე ასაკი — 18-დან 37 წლამდე.

„არ დაგავიწყდეთ, რომ კონკურსი საერთაშორისოა და მონაწილეობის მიღება სხვა ქვეყნის გოგონებსაც შეუძლიათ. ამჟამად „მის მკერდი 2017“-ში მონაწილეობის სურვილი საქართველოდან შვიდმა ქალმა გამოთქვა. შერჩევა მარტის ბოლომდე გაგრძელდება“, — განუცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ნინო ადამაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.

თორნიკე ძავაშვილი - Sputnik საქართველო
„მისტერ ვალენტინი 2017“ — თორნიკე ძავაშვილი

„მის მკერდი“ ესაა ანალოგი კონკურსებისა, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში ტარდება. წელს ღონისძიება ანორექსიით დაავადებულ ქალებს უცხადებს სოლიდარობას, ასევე ქალის როლის გაზრდას საზოგადოებაში და გენდერულ თანასწორობას მიეძღვნება.

„მის მკერდი“ — ეს ჩვეულებრივი სილამაზის კონკურსია და მას არ განვიხილავთ, როგორც არასტანდარტულ კონკურსს. წელს ის ეძღვნება აქტუალურ სოციალურ თემას, კერძოდ, ქალის როლის გაზრდას საზოგადოებაში, ასევე ანორექსიით დაავადებულებს და ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების ამაღლებას. კონკურსის ფარგლებში ამ თემას სპეციალური ფოტოსესია მიეძღვნება“, — აღნიშნა კონკურსის თანაორგანიზატორმა სოსო კავკავაშვილმა.

კონკურსზე რეგისტრაციისთვის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს კონკურსის ოფიციალურ გვერდზე.

მის სამყარო 24 წლის ფრანგი ირის მიტენარი - Sputnik საქართველო
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო“ ვერ გახდა

კონკურსი „მის მკერდი 2017“ დაახლოებით აპრილის ბოლოს ჩატარდება, ხოლო ფინალი — მაისის პირველ დეკადაში. გოგონებს შეაფასებს ჟიურის 10 წევრი — შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები.

პირველი კონკურსის „მის მკერდი 2016“ გამარჯვებული გახდა 18 წლის ნინო გოგავა, რომლის მკერდის ზომა ხუთი ნომერია.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია Nino Adamashvili & Company.

ყველა ახალი ამბავი
0