საქართველოში 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა დასჯადი აღარ იქნება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, როდესაც საუბარია 100 გრამამდე ნედლ მარიხუანაზე.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა–შენახვისთვის სასჯელი გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმა, რომელიც 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ინიციატორი ბოლნისის რაიონული სასამართლო იყო. 

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის სასჯელი გააუქმა

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელა ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით. სასამართლომ მაშინ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის.

„სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალი მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი“, — ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, როდესაც 100 გრამამდე მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4800 გამოკითხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც გასინჯული აქვს 15,9%-ს. საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანის მოხმარების ასაკი 19-22 წელია, ქალებს შორის კი — 20-22 წელი.

ყველა ახალი ამბავი
0