მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მაღალი შეფასება მისცა

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ კენჭისყრის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირში სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერაზე მეტყველებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგზე.

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა საქართველოს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

„მინდა ხაზი გავუსვა დღევანდელი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. დღეს ღია ეთერით დავინახეთ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირისა და ევროპული პარტიების მხრიდან, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, და არა მხოლოდ, რომელიც ხორციელდება ევროინტეგრაციის პროცესში, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს“, — განაცხადა ჯანელიძემ.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: ევროკავშირთან ვიზების გაუქმებამდე ძალზე ცოტა დარჩა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.

„ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ არ იქნა მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების და ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მზადყოფნა, გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპულ მომავალს“, — აღნიშნა ჯანელიძემ.

მან დასძინა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0