„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ თბილისში ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა და ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი ამოიღო.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

ბანკის ფილიალი გუშინ დააყაჩაღეს. მძარცველი ორი შეიარაღებული ადამიანი იყო.

საქართველოს ბანკის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
თბილისში „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

სამართალდამცველებმა ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი — 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებმა ბრალი აღიარეს.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს „საქართველოს ბანკის“ ამ ფილიალზე თავდასხმის უკვე მესამე შემთხვევაა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით“, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0