სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „სუბოქსინისა“ და „მეტადონის“ აბები და დაფასოებული ჰეროინი.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.

პატრულის ავტომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამართალდამცველებმა ერთ–ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 20 აბი „სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ხოლო მეორე პირის ჩხრეკისას – ერთ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და აბი „სუბოქსინი“.

გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0