საქართველოში ნოემბრის პერიოდში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნოემბრის პერიოდში ყველაზე დიდი თანხები ჩაირიცხა რუსეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და აშშ-დან.

თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. 2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 პროცენტით ნაკლებია ამა წლის ოქტომბრისა და 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ქვეყანაში შემოსული გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. ნოემბერში ამ ქვეყნიდან 35,4 მილიონი დოლარი შემოვიდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ფასების ზრდას ელოდება და რეფინანსირების განაკვეთს არ ამცირებს

მეორე ადგილი აშშ-ს უჭირავს, საიდანაც საქართველოში შემოვიდა 10,3 მილიონი დოლარი. შემდეგ არიან იტალია (9,9 მილიონი დოლარი), საბერძნეთი (8,5 მილიონი დოლარი), თურქეთი (8,1 მილიონი დოლარი) და ისრაელი (5,9 მილიონი დოლარი).

2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელზე. 

ქართულ კომერციულ ბანკებში შემოსული ელექტრონული გზავნილების მოცულობამ ცხრა თვის მანძილზე მილიარდ დოლაზე მეტი შეადგინა, რაც 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (978 მილიონი დოლარი).

 

 

ყველა ახალი ამბავი
0