პარაორკესტრმა „ნიჭიერში“ გია ყანჩელის სიმღერა ბრწყინვალედ შეასრულა

© FB / "Ничиери"პარაორკესტრი "ნიჭიერში"
პარაორკესტრი ნიჭიერში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორკესტრი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისგან შედგება, ნიჭიერთა შოუში გამოვიდა გია ყანჩელის კომპოზიციით მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ზე პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონის ჟიური აღაფრთოვანა ბავშვთა პარაორკესტრმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემსრულებლებისგან შედგება. 

პარაორკესტრის წევრია 18 ადამიანი – ბავშვები და მოზარდები დაუნის სინდრომითა და განვითარების სხვა დარღვევებით. პარაორკესტრს პიანისტი თეა ჯინორია ხელმძღვანელობს.

მუსიკოსებმა შეასრულეს ცნობილი ქართველი კომპოზიორის გია ყანჩელის კომპოზიცია 1974 წელს გადაღებული მულტფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“, რომლის სცენარი, დადგმა და მხატვრობა ეკუთვნის „სამეულს“ – იური ჩიკვაიძეს, ოლეგ ქოჩაკიძესა და ალექსანდრე სლოვინსკის.

მაკა ჩიჩუა და დიტო გოზალიშვილი - Sputnik საქართველო
პირველმა ლედიმ „ოქროს ბიჭუნა“ იპოვა

პარაორკესტრის წევრები უკრავდნენ სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე – ქსილოფონზე, მარაკასზე და სხვა. როგორც ჟიურის წევრება აღნიშნეს, ორკესტრის თითოეულმა წევრმა თავისი პარტია შესანიშნავად შეასრულა.

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პარაორკესტრის ხელმძღვანელს, როგორც პედაგოგს და როგორც, უბრალოდ, დიდი გულის მქონე ადამიანს, დიდი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„თეა, თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ქალბატონი. დიდი მადლობა თქვენ, რომ ბავშვებთან მუშაობთ და აყვარებთ მუსიკას. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა და ამას ძალით ვერავინ გააკეთებს, თქვენ ეს გულით გინდათ“, – აღნიშნა პრეზიდენტის მეუღლემ.

მარიამ ურუშაძე - Sputnik საქართველო
გოგონა, რომელმაც საქართველოს პირველი ლედი აატირა

ჟიურის მეორე წევრმა ნიკა გვარამიამ პარაორკესტრის ხელმღვანელს მეორე ტურისთვის ახალი კომპოზიციის მომზადება სთხოვა.

პარაორკესტრი 2014 წელს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა“ შექმნა, რომელიც დიდი ხანია მუსიკოთერაპიის პრაქტიკას მისდევს. ამ კოლექტივის საქმიანობა ფონდ „ნატვრის ხის“ მხარდაჭერით დაიწყო, მოგვიანებით პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შეუერთდა.

„ნიჭიერი“ ბრიტანული შოუს Got Talent ქართული ანალოგია. „ნიჭიერის“ პირველი გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში 2010 წლის თებერვალში გავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0