ორმაგი ტერაქტი სტამბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

ორმაგი ტერაქტი მოხდა სტამბულის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კერძოდ, ბეშიქთაშის რაიონში, სტადიონ "ვოდაფონ არენასთან". აფეთქების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 27 პოლიციელი იყო. იხილეთ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო.

აფეთქებამ ჯამში 166 ადამიანი დააზარალა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 15 დაღუპულისა და 70 დაშავებულის შესახებ.

გამომცემლობა Daily Sabah-ის მონაცემებით, თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა და ქვეყნის მასშტაბით დროშების დაშვების განკარგულება გასცა. მან ასევე განაცხადა, რომ ტერაქტი უპასუხოდ არ დარჩება და ეს შეტევა ერის ერთობას ვერაფერს დააკლებს.

აფეთქებამდე საათ-ნახევრით ადრე სტადიონზე "ვოდაფონ არენა" დასრულდა მატჩი "ბეშიქთაშსა" და "ბურსასპორს" შორის. ტელეარხის ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქების სიახლოვეს მატჩის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პოლიციის თანამშრომლების ავტობუსი მიდიოდა. მოგვიანებით "ბურსასპორმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი გულშემატკივრებიდან არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0