დაკავებულია ნარკოტიკების თურქი გადამზიდველი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის 57 წლის მოქალაქე მ.რ. დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 63 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,55178 გრ ბუპრენორფინს შეიცავს“, — იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0