თურქეთში ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდა

© REUTERS / Murad Sezerპოლიცია სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ადგილზე
პოლიცია სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა ხელი მოაწერა ბრძანებას ეროვნული გლოვის დღის გამოცხადების თაობაზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო დროშის დაშვებას ითვალისწინებს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სტამბოლში გუშინ მომხდარი ორი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობამ 29 ადამიანს მიაღწია, აღსანიშნავია, რომ აქედან 27 პოლიციის თანამშრომელია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

რაც შეეხება ტერაქტებში დაჭრილებსა და დაშავებულებს, მათი რაოდენობა ამ მომენტისთვის 166 ადამიანს შეადგენს.

აფეთქებული მანქანა სტამბოლში, თურქეთი - Sputnik საქართველო
სტამბოლში აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა ხელი მოაწერა ბრძანებას ეროვნული გლოვის დღის გამოცხადების თაობაზე,  რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო დროშის დაშვებას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვითაც მიმართა ქვეყნის მოსახლეობას და განაცხადა, რომ ტერაქტის ორგანიზატორები დაუსჯელები არ დარჩებიან და რომ მსგავსი შემთხვევები ვერ დაარღვევს ერის ერთიანობას. 

„ამ ღამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ტერორის ბინძური სახე. გასაგებია, რომ ტერაქტის მიზანი… რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები“, — ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის განცხადებაში.

შეგახსენებთ: ტერაქტი სტადიონ „ვოდაფონ არენის“ მახლობლად მოხდა, სადაც აფეთქებამდე საათნახევრით ადრე დასრულდა საფეხბურთო მატჩი თურქულ გუნდებს — „ბეშიქთაშსა“ და „ბურსასპორს“ შორის.

ყველა ახალი ამბავი
0