საქართველოში მდინარეთა ენერგოპოტენციალის ელექტრონული სისტემა შეიქმნა

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესის პლატინა
ენგურჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება მოხდა და შეირჩა ჰიდროელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობის ადგილები.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების ელექტრონული სისტემა (GIS) შეიქმნა. ამ სისტემის ბაზაზე შექმნილია საქართველოს მდინარეთა ციფრული რუკა, რომელზეც მონიშნულია ინფორმაცია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის პერსპექტიულ ადგილებზე: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისთვის აუცილებელი ინვესტიციები. 

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობდა საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებ-გვერდის შექმნას. პროექტის განსახორციელებლად ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 1,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. 

ელექტროქსელი - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას შეუერთდა

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება. მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, გამოიკვეთა პრიორიტეტული ჰიდროელექტროსადგურები”, — ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებული შედეგები ინვესტორებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს გაუმარტივებს.

ყველა ახალი ამბავი
0