ცესკოს შენობასთან პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფებია მობილიზებული

© Sputnik / Maria Tsimintiaსაპროტესტო აქცია ცესკოსთან
საპროტესტო აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს შენობის დაცვა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპროტესტო აქციის შესახებ გააკეთა განცხადება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფებია მობილიზებული თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ამ წუთებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 

ცესკოს შენობა პოლიციას მთელ პერიმეტრზე ალყაში აქვს მოქცეული. შესასვლელთან დაყენებულია მეტალის შემაკავებელი ბარიერები. 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  უნდობლობა გამოუცხადა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ მონაცემებს  და განცხადება გააკეთა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ. ცესკოს შენობასთან უკვე იკრიბებიან ენმ-ს მომხრეთა ჯგუფები. 

„როცა ხმების დათვლის პროცესი დაიწყო, ყველა ოლქში, სადაც ნაცმოძრაობამ გაიმარჯვა, კრიმინალური დაჯგუფებები შეუშვეს, რომელთაც საარჩევნო ყუთები გატეხეს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არ არის არჩევები. ჩვენ ვაპროტესტებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ქმედებებს, რომელიც ხელს უწყობს კრიმინალურ დაჯგუფებებს — განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა. ის ამტკიცებს, რომ ცესკომ სპეციალურად გაწელა ხმების დათვლის პროცესი, რათა კრიმინალებისათვის საარჩევნო უბნების დასარბევად დრო მიეცა.

შედარებით მშვიდი საარჩევნო დღის შემდეგ, სიტუაცია საქართველოში საღამოსკენ დაიძაბა. მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არეულობის შედეგად არჩევნები ჩაიშალა. კვირას გამთენიისას საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაარბიეს უბნები ქუთაისსა და ჯიხაშკარში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0