თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ისინი არჩევნების შემდეგ ეგზიტპოლების შედეგებს აპროტესტებენ.
უფრო ადრე ბლოკის ლიდერებმა განაცხადეს, რომ თუ მეორე ადგილზე არ გავიდოდნენ, საპროტესტო აქციებს დაიწყებდნენ. ამ შემთხვევაში შედეგები, მათი აზრით, გაყალბებული იქნება.
ორი ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებზე ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიები – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობენ.
ერთ–ერთი ეგზიტპოლი ტელეკომპანია „რუსთავი2“–მა ამერიკულ კომპანია GfK–ს დაუკვეთა, რომლის შედეგებითაც პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 39,9% აქვს, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%.
კიდევ ერთი ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის: „იმედის“, „მაესტროს“, GDS–ისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარდა. მისი შედეგები არსებითად განსხვავებულია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 53,8%–ს, ხოლო ენმ – 19,5%–ს იღებს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ 19 პარტია, 6 საარჩევნ ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები.