ცესკოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული სიები შეტანილი არ არის

© photo: press-service of the CEC of Georgiaცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში პარტიული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკს პარტიული სიები წარდგენილი არ აქვს, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში პარტიული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სია

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აცხადებს, რომ პროპორციულ სიებს უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ, რის შემდეგაც ცესკოში წარადგენენ. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ყველა პროცედურას 8 სექტემბრამდე გაივლიან.

„პროპორციული სიები 8 სექტემბრამდე უნდა გვქონდეს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ ამ დრომდე მოვახდინოთ სიის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია“, — განაცხადა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 64 პარტიიდან 45 დაარეგისტრირა, 19-ს კი უარი ეთქვა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში ამ დროისთვის 7 საარჩევნო ბლოკს აქვს განცხადება შეტანილი. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის პროცედურები 1 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში არჩევნების ე.წ. შერეული სისტემა მოქმედებს. პარლამენტში 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა) მოხვდება, 73 კი იმ კანდიდატებიდან, რომლებიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში (მაჟორიტარული სისტემით) იყრიან კენჭს.

ყველა ახალი ამბავი
0