ლაშა ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა

© REUTERS / DAMIR SAGOLJრიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე
რიოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშების საპატიო კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი ავიდა.

თბილისი. 17 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა 105 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში. 

ტალახაძემ შეჯიბრი მსოფლიო რეკორდით მოიგო — მან ჯამში 473 კგ მოაგროვა (215+258).

ბრინჯაოს მედალი საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მოიგო — ირაკლი თურმანიძემ 448 კგ-ით. 

ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელს გორა მინასიანს ხვდა წილად. 

შეჯიბრის XI დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში 5 მედალია: ერთი ოქრო (ლაშა ტალახაძე), ერთი ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და სამი ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე და ირაკლი თურმანიძე).

ყველა ახალი ამბავი
0