ახალი თაობის ადამიანები – „ინდიგო ბავშვები“

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბავშვები "მზიურში"
ბავშვები მზიურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2002 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანი „ინდიგო ბავშვია“, რომლებიც ნათელი ენერგეტიკითა და საოცრად განვითარებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. მეცნიერები Homo Sapiens-ს დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციური განვითარების მწვერვალს უწოდებენ, თუმცა, ასტროლოგები და ეზოთერიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მაღალინტელექტუალური რასის — ე.წ. „ინდიგო ბავშვების“ ეპოქა დაიწყო, რომლებიც „თეთრი რასის“ – 2002 წლამდე დაბადებულების ჩასანაცვლებლად მოვიდნენ.

ტერმინი „ინდიგო ბავშვი“ პირველად ამერიკელმა ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს გამოიყენა. არაჩვეულებრივი ბავშვების აურის გამოკვლევისას მან დაინახა, რომ მათი ფერი მუქი ლურჯია — ინდიგოს ფერი.

ლუკა ირემაშვილი - Sputnik საქართველო
12 წლის ქართველი ბიჭი პლანეტის მეცნიერების პირისპირ

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, რომ „ინდიგო ბავშვები“ „თეთრი რასის“ კოსმიური შთამომავლები არიან. პირველად ისინი 1979 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ ძალზე ცოტანი იყვნენ. თუმცა, 2002 წლის თებერვლიდან დედამიწაზე მხოლოდ „ინდიგო ბავშვები“ იბადებიან.

„ისინი ლირის თანავარსკვლავედის წარმომადგენლები არიან. ფიზიკური კუთხით ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, მაგრამ ენერგეტიკული და სულიერი თვალსაზრისით, „თეთრი რასის“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სრულებით განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ“, — განაცხადა ცაგარელმა.

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მთელი სამყარო მაიას ტომის წინასწარმეტყველებაზე საუბრობდა, რომ დედამიწაზე ცხოვრება 2012 წელს უნდა დასრულებულიყო, ცაგარელი საპირისპიროს ამტკიცებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ დედამიწას „ინდიგო ბავშვების“ სუფთა ენერგეტიკა გადაარჩენდა.

„მახსოვს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ბუნკერიც კი ააშენა და იქ ცხოვრებას აპირებდა. მე, რა თქმა უნდა, ამ თეორიას ვეწინააღმდეგებოდი. „ინდიგო ბავშვების“ გაჩენით დედამიწაზე ახალი, ნათელი ენერგეტიკა გაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება კი არ მთავრდება, არამედ გრძელდება და სხვაგვარად ვითარდება“, — აღნიშნა ცაგარელმა.

მისი თქმით, „ინდიგო ბავშვები“ — ესაა მაღალგანვითარებული სული დიდი ინტელექტუალური პოტენციალით, ანალიტიკური და ლოგიკური გონებით. ისინი საოცრად ენამახვილები არიან, რადგან მერწყულის ეპოქაში დაიბადნენ, რომელმაც ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობა მოიტანა.

Life Saver - ნაღმსაწინააღმდეგო გამოგონება - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების გამოგონება განაღმვის სამსახურზე წარმოდგენას შეცვლის

ცაგარელი დარწმუნებულია, რომ „ინდიგო ბავშვების“ გამოჩენა მერწყულის ეპოქის დადგომის შემდეგ შემთხვევით არ დაწყებულა.

„მათ საოცრად აქვთ განვითარებული ტვინი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო გონებას რამდენიმე წლით უსწრებს წინ. უფრო კონკრეტულად გეტყვით, იმას, რაზეც ისინი ამჟამად ფიქრობენ, ჩვენ რამდენიმე წელიწადში გავიგებთ“, — განაცხადა ცაგარელმა და აღნიშნა, რომ ეს ბავშვები დარწმუნებული არიან საკუთარ თავსა და საკუთარ მნიშვნელობაში.

ყველასთვის ნათელია, რომ 2-3 წლის თანამედროვე ბავშვები აბსოლუტურად თავისუფლად იყენებენ მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს. ყველაფერი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული, მათთვის ადვილად ასათვისებელია, მათ ხელში ყველაფერი მოდერნიზებული და სრულყოფილი გახდება, აღნიშნა ცაგარელმა.

„მათ განვითარებული აქვთ ტელეპატიაც, შეუძლიათ სხვისი აზრების წაკითხვა, წინასწარ განჭვრეტა, გრძნობა, როგორ მოიქცევა ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში“, — აღნიშნა ცაგარელმა.

ასტროლოგი მშობლებსა და პედაგოგებს თხოვნით მიმართავს, ფრთხილად იყვნენ მათი აღზრდისას და არ მოექცნენ მათ, როგორც „თეთრი რასის“ წარმომადგენლებს.

„ამ ბავშვებს ინტელექტუალურად განვითარებული მშობლები, პედაგოგები ესაჭიროებათ, რომელთაგან მოკლე, ლაკონურ და საინტერესო პასუხებს მიიღებენ, სხვა შემთხვევაში, ისინი მათთან ურთიერთობის ინტერესს დაკარგავენ“, — განაცხადა ცაგარელმა.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

„ინდიგო ბავშვებს“ სხვაგვარად „კიბერბავშვებსაც“ უწოდებენ. ასტროლოგი მშობლებს მოუწოდებს, განავითარონ მათში თანაგრძნობა, სიყვარული, რომანტიზმი, ემოციურობა, რადგან ეს თვისებები მათში ნაკლებად არის განვითარებული.

„თეთრ რასაში“ უფრო მეტად სიყვარული, ემოციურობა, პოეზიის, კინემატოგრაფიის სიყვარული და სხვა დადებითი ელემენტებია განვითარებული. „ინდიგო ბავშვებში“ ეს ყოველივე ნაკლებადაა გამოხატული. მერწყულის ეპოქაში იბადებიან ბავშვები, რომლებიც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული. მინდა ვთქვა, რომ საჭიროა მათი რობოტიზაციის მდგომარეობიდან გამოყვანა“, — აღნიშნა ცაგარელმა.

ასტროლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ინდიგო ბავშვებს“ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, მათი ნერვული სისტემა ჯერჯერობით სუსტია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი სპორტით დაკავდნენ.

„ისინი ფიზიკურ დატვირთვაზე უნდა გადაერთონ, რათა მათმა გონებამ დაისვენოს. ისინი ხომ მუდმივად ფიქრობენ, აზროვნებენ, მათი გონება სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, ძილის დროსაც, და ეს აქტიურობა ნერვულ სისტემას მალე ფიტავს“, — შენიშნა მან.

„ინდიგო ბავშვების“ სუფთა და ახალი ენერგეტიკა „თეთრი რასის“ უარყოფითი ენერგიის ნეიტრალიზებას ახდენს. თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, უარყოფითი ნიშნების მქონე „ინდიგო ბავშვებიც“ გამოჩნდნენ, რაც, ძირითადად, შეიძლება მშობლებისა და მასწავლებლების არასწორმა დამოკიდებულებამ გამოიწვიოს, აღნიშნა ცაგარელმა.

კითხვაზე, რატომ არ აღიარებს მეცნიერება „ინდიგო ბავშვების“ ფენომენს, ცაგარელს ცალსახა პასუხი აქვს.

„მეცნიერებას შეუძლია აღიაროს სიყვარული, ინტუიცია? არა, არ შეუძლია. რადგან მეცნიერებას სჭირდება ფორმულები, მტკიცებულებები. ეს მისი წესია. სიყვარულიც არსებობს და ინტუიციაც, მაგრამ არა კონკრეტულ ფორმულებში. იგივე ხდება „ინდიგო ბავშვებთან“ მიმართებითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ“, — დაასკვნა ცაგარელმა.

ყველა ახალი ამბავი
0