თბილისიდან სტამბულში რამდენიმე რეისი გადაიდო

© Минэкономики Грузииთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულიდან ბოლო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:30 საათზე დაფრინდა. შემდეგი რეისი 18:10-ზეა დანიშნული.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ღამით თბილისიდან სტამბულის მიმართულებით სამი რეისი გააუქმეს, მიზეზი სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი აფეთქებებია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ თბილისის აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სტამბულიდან ბოლო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:30 საათზე დაფრინდა. ამ რეისით ჩამოფრინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

„რეისების გაუქმების გამო აქ (თბილისში) რჩებიან მგზავრები, რომლებიც ფრენების განხორციელებას ელოდებიან. ტერაქტების გამო სტამბულის მიმართულებით სამი რეისი გაუქმდა“, — განაცხადეს აეროპორტში.

პირველი რეისი სტამბულიდან თბილისში 18:10 საათზეა დაგეგმილი, ხოლო მომდევნო — 21:55 საათზე. თბილისიდან თვითმფრინავი სტამბულში 22:55 საათზე გაფრინდება.

პოლიცია სტამბოლში - Sputnik საქართველო
სტამბულის აეროპორტში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

„ჯერჯერობით ინფორმაცია ფრენების გრაფიკის შეცვლის თაობაზე ჩვენთან არ შემოსულა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ რეისები ჩვეულ რეჟიმში, გრაფიკით განხორციელდება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი რეისი შესრულდება, რადგან შეიძლება რეისები დაემატოს“, — აღნიშნეს აეროპორტში.

სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქებები საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელში, გამოსასვლელსა და ავტოსადგომზე სამშაბათს, 22:15 საათზე მოხდა. დაიღუპა 36 ადამიანი, 147 დაიჭრა.
თურქული მხარის მონაცემებით, აფეთქების დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0