ქართულმა ფილმმა მარტოხელა დედაზე ესპანეთის ფესტივალზე გრან-პრი მიიღო

© FB/ GNFC-Georgian-National-Film-Centerნინო ბასილიას "ანას ცხოვრება"
ნინო ბასილიას ანას ცხოვრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯილდოსთვის იბრძოდა ესპანელი, კუბელი, არგენტინელი, ირლანდიელი, ავსტრიელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ბელგიელი, რუმინელი, ბოსნიელი, თურქი რეჟისორების ფილმები.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას დრამამ „ანას ცხოვრება“, რომელიც მარტოხელა დედის ბედზე მოგვითხრობს, ესპანეთში კინოფესტივალზე Cinema Jove გრან-პრი მოიპოვა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც უპირატესად ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებზეა ორიენტირებული, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 17-24 ივნისს გაიმართა.

რიგით 31-ე კინოფორუმის პროგრამაში წარმოდგენილი იყო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები რეჟისორებისგან ესპანეთიდან, კუბიდან, არგენტინიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

© FB/გვერდი"ანას ცხოვრება"
ანას ცხოვრება - Sputnik საქართველო
"ანას ცხოვრება"

ქართველი რეჟისორის „ანას ცხოვრება“ ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება.

და მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება. სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს. „ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ანა დემეტრაძე - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „ანას ცხოვრება“ არგენტინის ფესტივალზე დააჯილდოეს

რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი და მწერალი ნინო ბასილია მოსკოვის სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე სწავლობდა. ის 25 მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია.

ბასილაია არის ავტორი 12-სერიიანი „კარუსელის“ სცენარის (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004 წ.), რომანებისა — „პლასტმასის ნერვი“ და „შიში“, პროზაული ნაკრების „აკვარიუმი“, საბავშვო ლექსების კრებულის და სხვა.

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი Cinema Jove ვალენსიაში 1965 წელს დაარსდა. ის ესპანეთის კინოფესტივალების (დაახლოებით 250) ტოპ-ხუთეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0