მასმედია: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლას ბრიტანელთა 52% უჭერს მხარს

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშირეფერენდუმი ბრიტანეთში
რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის ძირითადი ტელეარხები ITV, Sky News და BBC ევროკავშირის შემადგენლობიდან ბრიტანეთის გამოსვლის მომხრეთა გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეები რეფერენდუმზე 52%-ით გაიმარჯვებენ. ამგვარ პროგნოზს აკეთებს ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი“. 

Press Association-ის ინფორმაციით, რომელიც 382 ოლქის მონაცემებს ეყრდნობა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 72,1%-მა მიიღო. 1997 წლიდან დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სხვაობა მინიმალურია — არაუმეტეს 2%-სა, თუმცა ბოლო საათებში სასწორი ევროკავშირის მოწინააღმდეგეებისკენ იხრება. 

ეს რეფერენდუმი იურიდიული ვალდებულების მატარებელი არ არის, ანუ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს შეუძლიათ მისი შედეგების იგნორირება. მაგრამ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ის ფაქტი, რომ დევიდ კემერონმა თვითონ მოახდინა რეფერენდუმის ინიცირება, მისი შედეგების იგნორირება ნაკლებად გამოუვა. პოლიტოლოგთა ნაწილი პრემიერის გადადგომას წინასწარმეტყველებს მიუხედავად მისი ადრინდელი განცხადებებისა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იგი თავის პოსტზე დარჩება. მიუხედავად ამისა დამდგარი შედეგი პრემიერისთვის კატასტროფა იქნება. 

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაციონალისტთა პარტია „შინ ფეინი“ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას საბაბად მიიჩნევს იმისთვის, რათა ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან მიერთების შესახებ. 

ყველა ახალი ამბავი
0