ევრო 2016: რუსეთის ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიევრო–2016. რუსეთი–სლოვაკეთი
ევრო–2016. რუსეთი–სლოვაკეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სლოვაკეთის ნაკრები ინგლისს შეხვდება, ხოლო რუსეთი – უელსს. მატჩები 20 ივნისს გაიმართება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდთან წააგო.

ევრო 2016: ავსტრია–უნგრეთი - Sputnik საქართველო
ევრო 2016: უნგრეთის ნაკრებმა ავსტრიის გუნდს სძლია

В ჯგუფში რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებს შორის მატჩი ოთხშაბათს ლილში „პიერ მორუას“ სტადიონზე გაიმართა და სლოვაკეთის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გამარჯვებულ ნაკრებში გოლები გაიტანეს ვლადიმირ ვაისმა (32–ე წთ), მარეკ გამშიკმა (45–ე წთ), ხოლო რუსეთის გუნდში თავი დენის გლუშაკოვმა გამოიჩინა (მე–80 წთ).

რუსეთის გუნდისთვის ეს მეორე მატჩი იყო. პირველ თამაში მან ინგლისის გუნდთან ფრე ანგარიშით დაამთავრა (1:1). ინგლისი ხუთშაბათს უელსს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სლოვაკეთის ნაკრები ინგლისს შეხვდება, ხოლო რუსეთი – უელსს. მატჩები 20 ივნისს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0