ბუნდესტაგმა ოსმანთა იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

© photo: Sputnik / Savelyev Vitaliy / გადასვლა მედიაბანკშიბუნდესტაგი
ბუნდესტაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზოლუციას ბუნდესტაგის დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, ხოლო კიდევ ერთმა თავი შეიკავა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ბუნდესტაგის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდის ფაქტს აღიარებს. კენჭისყრა გერმანიის პარლამენტში დღეს, 2 ივნისს გაიმართა.

რეზოლუციას ბუნდესტაგის დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, ხოლო კიდევ ერთმა თავი შეიკავა.

„ოსმანთა იმპერიაში სომეხთა განადგურება პირველი მსოფლიო ომის დროს, იყო უმსხვილესი კატასტროფა… რომელმაც, დამოუკიდებელი დათვლებით, მილიონზე მეტი სომეხი შეიწირა“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ბუნდესტაგში სომეხთა გენოციდის საკითხზე კენჭისყრას თურქეთსა და გერმანიას შორის „მეგობრობის ტესტი“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ხალხის გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა

ილდირიმმა განმარტა, რომ გერმანიაში დღეისათვის 3.5 მლნ თურქი ცხოვრობს, რომელთაგან 400 ათასი მეწარმეობითაა დაკავებული და გერმანიის ეკონომიკაში მილიარდობით ევრო შეაქვს, გარდა იმისა, რომ სამსახურით უზრუნველყოფს მილიონობით ადამიანს.

„ვფიქრობ, გერმანიას არ აქვს უფლება, იმედი გაუცრუოს ამ რაოდენობის ამომრჩეველს“, — განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბუნდესტაგის გადაწყვეტილების პასუხად.

კენჭისყრის შემდეგ თურქეთის მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბერლინისა და ანკარის ურთიერთობებს.

მმართველი პარტია ბუნდესტაგის კენჭისყრის წინააღმდეგ დეკლარაციის მიღებას გეგმავს.

ყველა ახალი ამბავი
0