ბიშკეკში ამუშავდება საათი მომთაბარეთა თამაშების დაწყებამდე უკუათვლით

© Sputnik / Табылды Кадырбеков / გადასვლა მედიაბანკშიალა-ტოოს მოედანი ბიშკეკში
ალა-ტოოს მოედანი ბიშკეკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მთავარი სპორტული მოვლენის -მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების დაწყებამდე ზუსტად 111 დღით ადრე ალა-ტოოს მოედანზე სპეციალური საათი დამონტაჟდება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ბიშკეკის ალა-ტოოს მოედანზე ნაციონალური სტილით შესრულებული სპეციალური საათი დამონტაჟდება, რომელიც დროის ათვლას  მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების დაწყებამდე დაიწყებს, განაცხადა მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების სამდივნოს ხელმძღვანელმა ნურდინ სულთანბაევმა Sputnik —ყირგიზეთთან ინტერვიუში.

საათი 15 მაისს ამუშავდება. მისი სიმაღლე 4 მეტრს შეადგენს, სიგანე კი-3,5 მეტრს.

„პროექტის დიზაინი ცნობილ მხატვარ-მოქანდაქეს ალიმჟან ამანთაევს ეკუთვნის. საათზე ეროვნული მოხატულობაა დატანილი, თამაშების ოფიციალურ ფერებში: ყვითელი, ცისფერი და წითელი“,- აღნიშნა სულთანბაევმა.

თარაზულად საათი მონავარდე ფრინველს ჰგავს, შვეულად კი — მომარჯვებულ მშვილდს.

ასევე ალა-ტოოს მოედანზე ნაციონალური თამაშების მასტერ-კლასები ჩატარდება:სალბურუნში, ტოღუზ ქორღოოლუში, თაიაქ თარტიშში და ორდოში.

3-8 სექტემბერს ისიკ-ყულის ოლქში მომთაბარეთა მსოფლიო თამაშები ჩატარდება. მათ პროგრამაში სპორტის 26 ნაციონალური სახეობა შევიდა. მოსალოდნელია 40 ქვეყნიდან გუნდების ჩამოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0