ფოთში სხვა ხიდს არემონტებდნენ

© photo: Sputnik / Stringerხიდი მდინარეზე
ხიდი მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც ქალაქ ფოთში ორი ხიდის რემონტის ტენდერი მოიგეს, კომპანია „მურის“ თანამშრომლებმა სამუშაოები მესამე ხიდზე დაიწყეს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქალაქ ფოთში შემკეთებლებს ხიდები აერიათ —მუშები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში შეცდომით სულ სხვა ხიდის დემონტაჟს ახორციელებდნენ, მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლების ჩარევამ გააჩერა. მუშებმა მოასწრეს ხიდის ერთი მხრიდან მოაჯირების მოხსნა და ბორდიურების დემონტაჟი.

„ამ დროს გორგასლის ხიდი, რომელზეც რემონტის ჩატარება შეცდომით  დაიწყეს, სამშენებლო კომპანია „მურის“ საპროექტო შენობიდან თითქმის სამ კილომეტრშია“,- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ფოთის საკრებულოს წევრის ირაკლი დონდუას სიტყვებს ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

მან განაცხადა, რომ კომპანია „მურიმ“ ქალაქ ფოთში მდინარე რიონის ორი ხიდის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო: ერთი აღმაშენებლის ქუჩაზე, მეორე 9 აპრილის ხეივნის რაიონში.

მუშებმა რატომ გადაწყვიტეს, რომ გორგასლის ხიდი უნდა გაარემონტონ, გამოცანად რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თვლის, რომ ყველაფერში ადგილობრივი მერიის დაუდევრობაა დამნაშავე.

„ქალაქს არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური აქვს, რომელსაც  სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეჩვენებინა და ეკონტროლებინა. ნუთუ შეიძლება ასე დაუდევრად მოხვიდე და ხიდის ნგრევა დაიწყო. ადგილობრივ მოსახლეობას ხელი რომ არ შეეშალა, ყველაფერს დაანგრევდნენ“,-განაცხადა დონდუამ.

დონდუას სიტყვებით, მომხდარის მეორე დღეს კომპანია „მური“ თავის სატენდერო პროექტს დაუბრუნდა.

კომპანიას ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს, ასევე მას დაევალა 10 დღის განმავლობაში დემონტაჟის შედეგების ლიკვიდაცია და გორგასლის ხიდს ნორმალური იერი დაუბრუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0